25 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
აშშ-ის საელჩოსთან თანამშრომლობით, პრობაციონერებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის არეალი საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო გაფართოვდა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობით, პრობაციონერებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის არეალი საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო გაფართოვდა. პრობბოქსის 10 აპარატი, საელჩოს დახმარებით, ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით 10 ლოკაციაზე განთავსდება.

აშშ-ს საელჩომ სააგენტოს, ასევე, გადასცა 50 ელექტრონული ზედამხედველობის აპარატურა, რომელიც შინაპატიმრობის აღსრულების პერიოდში ადგილმდებარეობის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს, ხოლო მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრმა, აგროპროდუქციის დისტრიბუცია-რეალიზაციისთვის, საჩუქრად მიიღო მსუბუქი ავტომობილი და ციფრული ტექნიკა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი; ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე საქართველოში ალან პერსელი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს წარმომადგენლები. ასევე - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლადო ხელაძე; მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელი თამთა დემურიშვილი.

 

დღის ამბები