25 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
სამწუხაროა, რომ როცა "ლელო" ბოიკოტშია საპარლამენტო მუშაობასთან დაკავშირებით, ევროკავშირის რეზიდენციაში კარს უხსნიან და ხვდებიან - ეს ახალისებს რადიკალიზმს საქართველოში - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტში, ევროკავშირის ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც პარტია "ლელო" არ ესწრება. მან ჯგუფს ბოიკოტი გამოუცხადა. მამუკა ხაზარაძის პარტიის წევრები დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდნენ. მათი განცხადებით, განიხილეს საარჩევნო და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები.

ამ საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომელიც ამბობს, რომ ეს ახალისებს რადიკალიზმს საქართველოში.

"პირველი შემთხვევა არ არის, როცა "ლელო" ბოიკოტს უცხადებს დემოკრატიულ პროცესებს პარლამენტში. სამწუხაროა, რომ "ლელო" როცა ბოიკოტშია საპარლამენტო მუშაობასთან დაკავშირებით, ევროკავშირის რეზიდენციაში კარს უხსნიან და ხვდებიან. ეს ახალისებს რადიკალიზმს საქართველოში. ამიტომ, ჩემი სურვილი იქნებოდა, უცხოელი პარტნიორები რაც შეიძლება მკაფიოები იყვნენ ამ დროს. რადიკალიზმს ვინც ახალისებს, მათი სალონურ წესში მიღება და მათთან საუბარი არ შეიძლება. ამის სამწუხარო გამოცდილება გვაქვს, ეს არ არის პირველი შემთხვევა. გვახსოვს, როდესაც "გირჩმა" მანდატები დატოვა, ასევე "სტრატეგია აღმაშენებელმა", "ლელომ", სამწუხაროდ, მათ ხალიჩებს უშლიდნენ ზოგიერთ კაბინეტში, რაც ახალისებს რადიკალიზმს. დარწმუნებული ვარ, "ლელო" ამ შეხვედრიდან გამოვა კიდევ უფრო რადიკალიზებული, რადგან ჩათვლის, რომ რადიკალიზმი არის მისაღები ფორმა ევროპისთვის და გააგრძელებს ასეთ საქციელს", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები