25 ნოემბერი 2024,   19:03
ვრცლად
"დიდი მოლოდინები არ მაქვს, მაგრამ, ბუნებრივია, დავესწრები" - პარლამენტი, ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესასრულებლად, მუშაობას განაგრძობს

პარლამენტი, ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესასრულებლად, მუშაობას განაგრძობს - დღეს რიგით მეორე შეხვედრა იმართება.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას, ”ქართული ოცნების” წევრებთან ერთად, ოპოზიციონერი დეპუტატები და სამოქალაქო სექტორიც აპირებს.

ოპოზიცია შეხვედრისას საკუთარი წინადადებებისა და ხედვების გაზიარებას გეგმავს, თუმცა პროცესს სკეპტიკურად აფასებს. ”ქართული ოცნება” კი დღევანდელ შეხვედრაზე კარს ყველა დაინტერესებული მხარისთვის ხსნის, თუმცა ოპოზიციის იმედი, რომ ისინი სამუშაო პროცესში კონსტრუქციულად მიიღებენ მონაწილეობას, არ აქვთ.

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, დიდი მოლოდინი არ აქვს, თუმცა შეხვედრას მაინც დაესწრება.

"დიდი მოლოდინები არ მაქვს, მაგრამ, ბუნებრივია, დავესწრები და ვფიქრობ, უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება, მათ შორის, სასამართლო, თუ ანტიკორუფციული ღონისძიებების კუთხით. რატომ ეწინააღმდეგება "ქართული ოცნება" იმ დასკვნებს, რომელზეც მოთხოვნა სწორედ მათ ჰქონდათ გაგზავნისას. არ ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში რაიმე დიდი ცვლილება დადგეს შეხვედრის შემდგომ", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, 9 პუნქტიდან საკანონმდებლო ორგანომ - სასამართლო, საარჩევნო, ანტიკორუფციული, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და დეპოლარიზაციის საკითხებზე უნდა იმუშაოს.

დღის ამბები