თბილისში, საცხოვრებელი ფართები კიდევ 33 ოჯახს დაუკანონდა.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დღეს საბურთალოს, ვაკის, ისნის, მთაწმინდის, კრწანისისა და სამგორის რაიონში მცხოვრებ ოჯახებს გადასცა.
წლების განმავლობაში დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართები ამ ოჯახებს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცათ.