25 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
"ჩვენი მიზანია, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა" - ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის რანგში პირველი ბრიფინგი გამართა და უახლოეს გეგმებზე ისაუბრა

ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის რანგში დღეს პირველი ბრიფინგი გამართა და პარტიის უახლოესი გეგმების შესახებ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, მარტიდან იგეგმება 10 გასვლითი ღონისძიება, რომელიც 10 სხვადასხვა რეგიონში ჩატარდება, მომდევნო 100 დღის განმავლობაში.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმითვე, ის შეხვდება პარტიის წარმომადგენლებს, რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, აქტივს და მოსახლეობას.

"მოგეხსენებათ, პარტიის თავმჯდომარის რანგში დღეს ვმართავ პირველ ბრიფინგს. მინდა გაცნობით ჩემი გეგმების შესახებ: მარტიდან, მომდევნო 100 დღის განმავლობაში, ვგეგმავ 10 რეგიონში ჩასვლას. მექნება 10 გასვლითი ღონისძიება. ვაპირებ შევხვდე ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ჩვენს აქტივს, მოსახლეობას, რათა ადგილზე გავეცნო მათ საჭიროებებს.

ამ შეხვედრების მთავარი მიზანი იქნება წინასაარჩევნო კამპანიის მომზადება, მზადება არჩევნებისთვის. ჩვენი პარტია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის. მოგეხსენებათ, ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ ამ არჩევნებზე. ამისთვის საჭიროა ჩვენი რესურსების, აქტივის მაქსიმალურად მობილიზება, რომ მივიღოთ ძლიერი გამარჯვება და ძლიერი შედეგი ამ არჩევნებზე.

მე გავიმეორებ ჩვენს მიზანს - ჩვენი მიზანია მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს. მექნება მათთან შეხვედრები, გვექნება 10 გასვლითი ღონისძიება, 10 რეგიონში, მომდევნო 100 დღეში. ეს არის ჩემი დღევანდელი ბრიფინგის მთავარი მიზეზი.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რა თქმა უნდა, პარლამენტთან. მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და წარმატება ვუსურვო პრემიერ კობახიძის მთავრობას, ყველა მინისტრს," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები