25 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში - ლიბანში, ისრაელის იერიშების შედეგად, სულ ცოტა 7 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული

საომარი მოქმედებები არ წყდება ახლო აღმოსავლეთში - ლიბანში, ისრაელის იერიშების შედეგად, სულ ცოტა 7 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. თავდასხმების სამიზნე "ჰეზბოლა" იყო.

მედიის ინფომრაციით, შეტევას შეეწირა "ჰეზბოლას" ორი მებრძოლიც.

მძიმე მდგომარეობაა კვლავ ღაზის სამხრეთით, ქალაქ რაფაჰში. ადგილობრივი მოსახლეობა არჩევანის წინაშეა, გაიქცნენ თუ დარჩნენ თავშესაფრებში, რადგან ისრაელი სახმელეთო შეტევის გეგმაზე მუშაობს.

დასავლეთი ისრაელს კიდევ ერთხელ ახსენებს, რაფაჰში ნებისმიერი ოპერაციის დაწყებამდე მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელობას.


დღის ამბები