მასირებული სარაკეტო შეტევა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე - კიევში დღეს დილით რამდენიმე აფეთქების ხმაც გაისმა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
ძლიერი აფეთქებები იყო დნიპროს, ზაპოროჟიესა და ლვოვის ქალაქებშიც. არიან დაშავებულები.
რუსეთში, კურსკის ოლქში კი, დღეს დილით უკრაინული დრონით თავდასხმის შედეგად ნავთობბაზაში ხანძარი გაჩნდა. რუსული მხარის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.
მანამდე რუსეთის სამხედრო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს პოლტავის ოლქის ქალაქ მირგოროდზე, სადაც უკრაინის არმიის საავიაციო ბაზა მდებარეობს. სარაკეტო დარტყმის შედეგები არ ხმაურდება.