კანზას-სიტიში, სუპერ ბოულში გამარჯვების აღსანიშნავად გამართული აღლუმი მსხვერპლით დასრულდა - ცერემონიაზე სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა. მათ შორის 9 ბავშვია.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 3 ეჭვმიტანილი.
ამ დროის მონაცემებით, მომხდარს ტერორიზმთან კავშირი არ აქვს. სროლის მოტივის დასადგენად მიმდინარეობს ძიება.