25 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
დიდთოვლობა, ქარიშხალი და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა - აშშ-ში უამინდობას ებრძვიან

ამერიკის შეერთებულ შტატებში უამინდობაა. ქვეყნის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში დიდთოვლობას ძლიერი ქარიშხალიც ემატება. შედეგად, გადადებულია ათასამდე რეისი.

უამინდობა ყველაზე მეტად ნიუ-იორკსა და ბოსტონს შეეხო. დახურულია სკოლები, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს. ოფიციალური პირები მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

პრობლემებია ელექტროენერგიის მიწოდების მხრივაც. ქარიშხლის გამო პენსილვანიაში დენის გარეშე 140 000, ნიუ ჯერსიში კი 12 000 ადამიანია დარჩენილი. თოვლის საფარი აშშ-ის ზოგიერთ რეგიონში 40 სანტიმეტრს აღწევს.

დღის ამბები