უკრაინაში ინტენსიური ბრძოლებია. გასულ ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა არაერთ ოლქში. ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში ამოქმედდა საჰაერო განგაში.
დონეცკის ოლქის ქალაქი სელიდოვე, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 2-ჯერ დაიბომბა. დაზიანდა საავადმყოფოსა და ხუთსართულიანი კორპუსის შენობა. არიან დაშავებულები. ნანგრევებში მოყოლილებს ამ დრომდე ეძებენ. საავადმყოფოდან ევაკუირებული პაციენტები სხვა ქალაქებში გადაიყვანეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი ხელმძღვანელის განმარტებით, ფრონტზე ვითარება საკმაოდ მძიმეა და უკრაინა ამჟამად თავდაცვის რეჟიმშია, რომლის მიზანიც მტრის გამოფიტვა და მაქსიმალური დანაკარგის მიყენებაა. ალექსანდ სირსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო მონაცემებით, რუსების დანაკარგები დაღუპულთა კუთხით უკრაინელებისას 7-8-ჯერ აღემატება.