25 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
პირველი შეხვედრა 2-თვიანი პაუზის შემდეგ - ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხები განიხილება

2-თვიანი პაუზის შემდეგ, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 117-ე შეხვედრა იმართება.

მონაწილეები გამყოფ ხაზთან, წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ, მათ შორის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული თამაზ გინტურის საკითხს, უკანონო ბორდერიზაციისა და დაკავებების ფაქტებს.

უსაფრთხოების გარდა, მხარეები ჰუმანიტარულ საკითხებზეც იმსჯელებენ.

დღის ამბები