3 მილიონ ლარზე მეტის ზიანი სახელმწიფო ბიუჯეტს - გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, დაკავებულია ერთი პირი.
გამოძიებით დადგინდა, რომ მას სხვადასხვა პირზე რეგისტრირებული ჰქონდა კომპანიები, რომლის ფაქტობრივი ხელმძღვანელიც თავად იყო.
ის სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 3 223 841 ლარის გადახდას.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.