ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება - ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორის სამხრეთით, რაფაჰში, ათობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები დაიღუპნენ.
ისრაელის არმიამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია მძევლების გადარჩენის სპეცოპერაცია. პრემიერ-მინისტრი გათავისუფლებულ მძევლებს შეხვდა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იორდანიის მეფეს შეხვდა. მათ ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენები განიხილეს, მათ შორის - მძევლების გათავისუფლების შეთანხმება და ცეცხლის შეწყვეტის საკითხები. ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ისრაელმა არ უნდა განაგრძოს შეტევა რაფაჰში "სანდო გეგმის გარეშე" მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. მან მხარი დაუჭირა ცეცხლის 6 კვირით შეწყვეტას.