25 ნოემბერი 2024,   18:53
ვრცლად
ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერმა და მისმა ცოლმა სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულეს

1977-1982 წლებში ნიდერლანდების ქრისტიან-დემოკრატმა პრემიერმა, დრის ვან აგტმა და მისმა ცოლმა, ევგენიამ 93 წლის ასაკში სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულეს.  

ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია The Rights Forum-მა გაავრცელა, რომლის მიხედივთაც წყვილი ორშაბათს, 5 თებერვალს გარდაიცვალა და მათ ქალაქ ნეიმეგენში დაკრძალავენ.

"ის გარდაიცვალა ხელიხელჩაკიდებული თავის საყვარელ მეუღლესთან, მხარდამჭერთან და სატელევიზიო წამყვანთან, ევგენია ვან აგტ-კრეკელბერგთან, რომელთან ერთად 70 წელზე მეტი დრო გაატარა და რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე "ჩემს გოგოს" ეძახდა". - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

წყვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მკვეთრად გაუარესდა. 2019 წელს ვან აგტმა პალესტინელების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თავის ტვინში სისხლდენა განიცადა, რის შემდეგაც ის ბოლომდე ვეღარ გამოჯანმრთელდა.

დღის ამბები