25 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
NATO არ შეიძლება იყოს a la carte სამხედრო თავდაცვითი ალიანსი, რომელიც დამოკიდებული იქნება აშშ-ის პრეზიდენტის ახირებაზე - ჯოზეფ ბორელი

NATO არ შეიძლება იყოს a la carte (შერჩევითი) სამხედრო თავდაცვითი ალიანსი, რომელიც დამოკიდებული იქნება აშშ-ის პრეზიდენტის ახირებაზე, – ასე ეხმაურება ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის გამონათქვამს, რომლის თქმითაც, აშშ-მა შესაძლოა, არ დაიცვას NATO-ს მოკავშირეები, რომლებიც საკმარისს არ ხარჯავენ საკუთარი თავდაცვისთვის, რუსეთის პოტენციური შეჭრისგან თავის დასაცავად.


"ნება მომეცით, ვიყო სარკასტული. ამ საარჩევნო კამპანიისას ჩვენ ვიხილავთ და მოვისმენთ უამრავ რამეს. მოდით, ვიყოთ სერიოზულები, NATO არ შეიძლება იყოს a la carte სამხედრო ალიანსი, რომელიც მუშაობს იმის მიხედვით, თუ როგორი იუმორი აქვს პრეზიდენტს იმ დღეებში. ასე არ ხდება – დღეს კი, ხვალ არა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ ხარ. მოდით, ვიყოთ სერიოზულები. ნატო ვერ იქნება a la carte ალიანსი, ის არსებობს ან არ არსებობს, თუმცა მე არ ვაპირებ ჩემი დროის ხარჯვას იმ სულელურ კომენტარებზე, რომელიც აშშ-ის საარჩევნო კამპანიისას მოუვა თავში ვინმეს,"-განაცხადა ბორელმა.

დღის ამბები