25 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ძალიან კარგი შედეგი გვაქვს, მაგრამ აქაც უნდა გვქონდეს ამბიცია, ვიყოთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, რაც არის რეალისტური ამოცანა - ირაკლი კობახიძე

კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ძალიან კარგი შედეგი გვაქვს, მაგრამ აქაც უნდა გვქონდეს ამბიცია, ვიყოთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, რაც არის რეალისტური ამოცანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი  კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 
 
როგორც კობახიძემ აღნიშნა, არსებული ძლიერი სამთავრობო გუნდით ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწევენ. 
 
„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგი კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევა ადასტურებს, მაგრამ აქაც უნდა გვქონდეს ამბიცია. უნდა გვქონდეს იმის ამბიცია, რომ ამ თვალსაზრისით ვიყოთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, რაც არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა. მთავარია, რომ აქტიურად ვიმუშაოთ ამ ყველაფერზე. ზოგადად, ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი სამთავრობო გუნდი და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ. ყველაფერი არის ჩვენი მიზანდასახულობის, თანმიმდევრული საქმიანობის, შრომისმოყვარეობის საქმე, რაც არცერთ თქვენგანს არ აკლია. მინდა, კიდევ ერთხელ გისურვოთ წარმატებები“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები