25 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
საქართველოს მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით - ირაკლი კობახიძე

საქართველოს მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 
 
მისივე თქმით, მთავრობის საქმიანობა მყარ პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს. 
 
"იმისთვის, რომ მაქსიმალურ შედეგებს მივაღწიოთ, ჩვენი საქმიანობა, მთავრობის საქმიანობა ძალიან მყარ პრონციპებს უნდა ეფუძნებოდეს. მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით. ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს მაქსიმ,ალურად ღია მოქალაქეეებსითვის და იმავეს მოვითხოვთ ყვლა სხვა სახელმწიფო უწყებისგან. ასევე ჩვენ მუდმივად უნდა ვიზრუნოთ ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის მუდმივად გაუმჯობესებაზე. ხარვეზების მინიმუმამდე დასაყვანად უნდა გავაძლიეროთ ხარისხის კონტროლისა და ზედა,ხედველობის ყველა შესაბამისი მექანიზმი. იგივე ეხება საზოგადოებრივი მომსახურების ხარისხს. აქაც მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ მოქალაქეების პრეტერზიები სერვისების ხარისხთან დაკავშირებით. ზოგადად,. ყველა თემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული საზოგადოებასთან, სპეციალისტებთან, დარეგების წარმომდენლებთან ფართო კონსულტაციების საფუძველზე. ყოველთვის, როცა ვიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებას, საზოგადოებას მაქსიმალურად ფართოდ უნდა განვუმარტოთ ამ გადაწყვეტილების შინაარსი, მიზეზები. ეს უნდა იყოს ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი სახელმძღვანელო პრინციპი," -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები