საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, დონალდ ტრამპის სკანდალურ განცხადებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეხმიანება. შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს, რომ "ნატო-ს უსაფრთხოებისა და მე-5 მუხლის შესახებ უგუნური განცხადებები, მხოლოდ პუტინის ინტერესებს ემსახურება".
მიშელი აღნიშნავს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი 75 წლის განმავლობაში უზრუნველყოფდა ამერიკელების, კანადელებისა და ევროპელების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.
ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატის ფრაზაზე, რომ ის წაახალისებდა რუსეთს, რათა თავს დასხმოდა ნატო-ს ნებისმიერ წევრს, რომელიც არ გადაიხდიდა გადასახადებს, როგორც დასავლური სამხედრო ალიანსის ნაწილი, მანამდე რეაგირება ჰქონდა ნატო-ს გენერალურ მდივანს. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის ნებისმიერ წევრზე თავდასხმას ერთიანი და ძლიერი პასუხი მოჰყვება.
"მიუხედავად იმისა, ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში, ველოდები, რომ აშშ დარჩება ნატო-ს ძლიერ და ერთგულ მოკავშირედ,"- აღნიშნა ნატო-ს გენმდივანმა.
ტრამპის განცხადებას შემაშფოთებელი უწოდა თეთრმა სახლმა.