საქართველოს უმეტეს რეგიონებში, თბილი და უნალექო ამინდის მიუხედავად, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში, გზებზე შეზღუდვები ამ დრომდე შენარჩუნებულია. საუბარია აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზე. ტერიტორიაზე გუშინ საღამოს მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, თუმცა თოვლის და სავალი ნაწილის შევიწროების გამო, ამ დრომდე იკრძალება გადაადგილება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოტრანსპორტისთვის.