25 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
ვულოცავ ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს, მოუთმენლად ველით საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას - ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას ულოცავს.

როგორც ბორელი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ელის.

"ვულოცავ ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს. მოუთმენლად ველით საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების ამ ისტორიულ, ევროკავშირის გზაზე წინსვლის ეტაპზე", - წერს ბორელი სოციალურ ქსელ X-ზე.

დღის ამბები