25 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას მიშა ფეიქრიშვილი დაიკავებს

მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის ცვლილების შემდეგ, გარკვეული საკადრო ცვლილებები განხორციელდა. მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას მიშა ფეიქრიშვილი დაიკავებს - ამის შესახებ ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს. აქამდე აღნიშნულ პოზიციას სწორედ ნინო გიორგობიანი იკავებდა.

"წარმატებები მიშას ურთულეს, მაგრამ საინტერესო საქმეში. ბევრი კარგი ამბები და დღეები. დღეიდან მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის ადგილს მიშას ვაბარებ," - წერს გიორგობიანი facebook-ზე.

დღის ამბები