25 ნოემბერი 2024,   19:02
ვრცლად
ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს პრემიერობას ულოცავს: ვარ იმედით სავსე, რომ სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ გაფართოვდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრობას ულოცავს.

როგორც ფაშინიანი წერს, იმედოვნებს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ გაფართოვდება.

"გულითადად გილოცავთ დანიშვნას. ვარ იმედით სავსე, რომ სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება ჩვენი ხალხების საერთო ღირებულებებს, მტკიცე მეგობრობასა და დემოკრატიულ იდეებს, გააგრძელებს გაფართოებას", - წერს ფაშინიანი სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე.

დღის ამბები