ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ვულკანი დეკემბრის შემდეგ, მესამედ ამოიფრქვა.
ვულკანი სანაპირო ქალაქ გრინდა-ვიკიდან ოთხ კილომეტრში მდებარეობს.
ვიდეო-კადრებში ჩანს, რომ ვულკანიდან ლავა 50 მეტრის სიმაღლეზე იფრქვევა. ლავა დასახლებას და აღნიშნულ რაიონში მდებარე მსხვილ ელექტროსადგურს საფრთხეს არ უქმნის, თუმცა, ევაკუაცია განხორციელდა ისლანდიის ტურისტული ადგილიდან.