25 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
ვულოცავ პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, განვაგრძობთ საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის მხარდაჭერას რეფორმების დღის წესრიგსა და ეკონომიკურ განვითარებაში - ოლივერ ვარჰეი

სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

როგორც ევროკომისარი წერს, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის მხარდაჭერას.

"ვულოცავ საქართველოს ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. 2024 წელი გადამწყვეტია ამ ქვეყნისთვის, რადგან მისი ხალხი არჩევნებზე მიდის. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მხარდაჭერას, რეფორმების დღის წესრიგში და მის ეკონომიკურ განვითარებაში," - წერს ვარჰეი.

დღის ამბები