25 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
მარტო ბიზნეს სექტორში შეიქმნა 224 000 სამუშაო ადგილი - ირაკლი კობახიძე

პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს უსმენენ. ირაკლი კობახიძეს დეპუტატებმა შეკითხვები სხვადასხვა თემებზე დაუსვეს. მათ შორის იყო პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე. ვაშაძის კითხვაზე - როგორ აპირებს უმრავლესობა სამუშაო ადგილების შექმნას, ირაკლი კობახიძემ არგუმენტად სტატისტიკა მოიყვანა და თქვა, რომ მარტო ბიზნეს სექტორში 2012 წლის შემდეგ, 224 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა. 

"მარტო ბიზნეს სექტორში დასაქმება იყო 534 000 ადამიანი 2012 წელს, როცა გიორგი ვაშაძე იყო ადეიშვილის მოადგილე, 2023 წელს 758 000. ეს ნიშნავს იმას, რომ მარტო ბიზნესსექტორში შეიქმნა 224 000 სამუშაო ადგილი. ეს ციფრებით მანიპულაციაა არაა, ეს არის სტატისტიკა. ამ ადამიანებს შეაქვთ გადასახადები ბიუჯეტში. ბიუჯეტი რომ იყო 8.5 მილიარდი და ახლა თითქმის 29 მილიარდი ლარია, მარტო მე და თქვენ ხომ არ შეგვაქვს ეს გადასახადები ბიუჯეტში, შეაქვთ ადამიანებს. რამდენჯერ გავიმეორო ეს ყველაფერი, თან თვითონაც არ ესწრება ამ სხდომას (გიორგი ვაშაძე). ასე იცის ხოლმე, რაღაცას იტყვის, ჩაწერს ვიდეოს, მერე თან დებს უმრავლესობის დეპუტატების ისეთ ვიდეოებს, რომელიც სხვა სხდომიდან არის აღებული, რათა აჩვენოს, რომ უმრავლესობის დეპუტატები ამ ყველაფერს ისმენენ," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

 

დღის ამბები