25 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
აშშ-ის სენატმა უკრაინა-ისრაელის დახმარებისა და საზღვრების გაძლიერების საკითხზე შემუშავებული კანონპროექტი ვერ მიიღო

უკრაინისა და ისრაელის დახმარების მომავალი გაურკვეველია - პროექტს, რომელიც, სასაზღვრო დაცვის გაძლიერებათან ერთად, უკრაინისთვის - 60 მილიარდი დოლარის, ხოლო ისრაელისთვის 14 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა, 49 მომხრე და 50 მოწინააღმდეგე ჰყავდა. პროექტის მისაღებად 60 ხმა იყო საჭირო.

პროექტს მხარი დაუჭირა მხოლოდ ოთხმა "რესპუბლიკელმა" - სიუზან კოლინსმა (მენი), ჯეიმს ლენკფორმდა (ოკლაჰომა), ლიზა მურკოვსკიმ (ალასკა) და მიტ რომნიმ (იუტა).

სენატში "დემოკრატების" ლიდერი, ჩაკ შუმერი რესპუბლიკელთა გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპს აბრალებს.

დღის ამბები