25 ნოემბერი 2024,   18:53
ვრცლად
სამწუხაროდ, სტიქიამ ჩვენი არაერთი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა - გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს - ირაკლი ღარიბაშვილი

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ბაღდათში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აჭარისა და იმერეთის რეგიონებში დატრიალებული ტრაგედიის გამო. სამწუხაროდ, სტიქიამ ჩვენი არაერთი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს, მთლიანად ჩვენს საზოგადოებას“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში გამთენიისას, დაახლოებით ორ საათზე, მიწის მასა ჩამოიშალა და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი მოიყოლა. შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ოთხი პირი. მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დროისთვის, 5 პირის სამძებრო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე - მაშველია მობილიზებული.

დღის ამბები