25 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
ოპოზიციას უნდა პროცედურული ომი - უნდათ, მთავრობის დამტკიცება დროულად ვერ მოხერხდეს - ბექა ოდიშარია

პრემიერმინისტრობის კანდიდატი, გუნდთან ერთად, ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების წარმომადგენლებს ხვდება. ირაკლი კობახიძე სამთავრობო პროგრამას წარადგენს. შეხვედრას არ დაესწრება "ლელო" და გიორგი გახარიას გუნდი, სხვა პარტიებს კი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან კითხვები ექნებათ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციას უნდა, პროცედურები დროში გაწელოს, რათა მთავრობის დამტკიცება დროულად ვერ მოხერხდეს:

"ოპოზიციას უნდა პროცედურული ომი. უნდათ, დროში გაწელონ მაქსიმალურად და მთავრობის დამტკიცება ვერ მოხერხდეს დროულად. ამის საშუალებას კი მათ არ მივცემთ. სამაგიეროდ, მათ ვაძლევთ საშუალებას, რომ ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ და დაუსვან ნებისმიერი კითხვა, რაც არ უნდა მწვავე იყოს ის," - აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.

დღის ამბები