დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, საქართველოს რკინიგზამ რამდენიმე რეისი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, მგზავრებს ბილეთების საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.
"ძვირფასო მგზავრებო, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, 7 თებერვალს, უქმდება შემდეგი რეისები – მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლები: ბათუმი-თბილისი №801; ზუგდიდი-თბილისი № 869; თბილისი-ბათუმი № 804; თბილისი-ფოთი 874.
ასევე, საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლები: ზესტაფონი-ხაშური №6446; ხაშური-ზესტაფონი №6418 და ხვალ დილის ზესტაფონი-ხაშური №6417.
გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ", – აღნიშნულია რკინიგზის განცხადებაში.