სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა - ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში დაკარგული კიდევ ერთი პირის ცხედარი იპოვეს.
ამ დროისთვის ნაპოვნია ოთხი პირის ცხედარი. მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ამ დროისთვის 5 პირის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.