25 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
სანქციების მიუხედავად, რუსული ნავთობისგან დამზადებული მილიონობით ბარელი საწვავი დიდ ბრიტანეთში კვლავ შედის - BBC

სანქციების მიუხედავად, რუსული ნავთობისგან დამზადებული მილიონობით ბარელი საწვავი დიდ ბრიტანეთში კვლავ შედის. BBC-ის ინფორმაციით, რუსული ნედლი ნავთობი გადამუშავდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ინდოეთი, ხოლო პროდუქცია ბრიტანეთში იყიდება.

"ეს არ არის უკანონო და არ არღვევს გაერთიანებული სამეფოს მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებულ აკრძალვას, მაგრამ კრიტიკოსების თქმით, ეს ძირს უთხრის სანქციებს, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ომისთვის თანხების შეზღუდვას", - წერს BBC.

ბრიტანეთის მთავრობა უარყოფს რუსული ნავთობის იმპორტს 2022 წლიდან.

დღის ამბები