25 ნოემბერი 2024,   18:59
ვრცლად
ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი მოსკოვში, პუტინთან ინტერვიუს ჩასაწერად ჩავიდა - "უკრაინის ომიდან ორი წლის შემდეგ ამერიკელთა უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება რეგიონში"

ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი, ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუს ჩასაწერად, რუსეთის დედაქალაქში ჩავიდა, რის გამოც აშშ-ში კრიტიკის ობიექტი გახდა. ჟურნალისტი X-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც განმარტავს იმ მიზეზებს, რომელთა გამოც რუსეთის პრეზიდენტთან ინტერვიუ მიზანშეწონილად მიიჩნია.

კარლსონის თქმით, უკრაინის ომიდან ორი წლის შემდეგ, ამერიკელთა უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, რატომ ხდება ეს ან რა ხდება რეგიონში. მისივე თქმით, უკრაინის ომმა მსოფლიო ბალანსში სერიოზული ცვლილებები და გლობალური გეოპოლიტიკური ლანდშაფტის რესტრუქტურიზაცია გამოიწვია. დოლარის კურსის შესუსტება კი ამ ცვლილებების ერთ-ერთი შედეგია.

კარლსონის მტკიცებით, დასავლური მედია კორუმპირებულია და მთელ მსოფლიოს ატყუებს.

დღის ამბები