25 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
საქართველოს სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი, გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში იმყოფებოდა. ლევან იოსელიან ჯარიაშენისა და ქვეშის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ის ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებს და საჭიროებებს.

ომბუდსმენის თქმით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება და ეს, პირველ რიგში, მათ უსაფრთხოებას ეხება.

"ორი მხრიდან აკრავს საოკუპაციო ხაზი. ჩრდილოეთიდანაც და დასავლეთიდანაც. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ამ სოფელს. მათ აქვთ საძოვარი მიწის პრობლემაც, რომელიც, ასე ვთქვათ, სადაოა მისი საზღვრები. პრობლემები გამოიკვეთა ინფრასტრუქტურულ საკითხებთან. ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობს ასეთ ადგილებში, მეტი ყურადღება და ძალისხმევა ესაჭიროებათ", - განაცხადა ლევა იოსელიანმა.

დღის ამბები