25 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" მზადაა, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას შეუერთდეს და შეიქმნას "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის"

"ნაციონალური მოძრაობა" მზადაა, შეუერთდეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას და შეიქმნას "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის".

„ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სახელით, მინდა, დაგიდასტუროთ მზაობა, მონაწილეობა მივიღოთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაში. იმიტომ, რომ ჩვენთვის უმთავრესია არა პარტიული, არამედ ქვეყნის ევროპული და, შესაბამისად, ეროვნული ინტერესი და მიგვაჩნია, რომ ერთიანი ძალისხმევა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ არჩევნების წინ, რომელიც ქვეყანას ელოდება და რომელმაც აუცილებლად უნდა მოიტანოს ცვლილება", - განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.

სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში დღევანდელ გამოსვლასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ, მედიასთან კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა. "აშკარად აპირებს, შექმნას ფსევდოშუაშისტური ძალა - ამისთვის გადადგება სექტემბერში და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები