25 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
უნგრეთში, საპარლამენტო სესიაზე, სადაც შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება უნდა მომხდარიყო, მმართველი პარტიის წევრები არ მივიდნენ

უნგრეთში საპარლამენტო სესიაზე, სადაც შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება უნდა მომხდარიყო, მმართველი პარტიის წევრები არ მივიდნენ.

გაწევრიანების საკითხზე კენჭისყრა 26 თებერვლამდე გადაიდო. ორბანმა, მმართველი პარტიის წევრების მოთხოვნით, პარლამენტში საკითხის განხილვამდე, შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტენსონს უნგრეთში ჩასვლა შესთავაზა.

კრისტენსონმა კი განაცხადა, რომ უმჯობესია, თუ ის უნგრეთში მას შემდეგ ჩავა, რაც პარლამენტი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას დაამტკიცებს.

უნგრეთი ნატო-ს ერთადერთი წევრი ქვეყანაა, რომელსაც შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლი არ დაუმტკიცებია.

დღის ამბები