25 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, უკრაინის დედაქალაქშია.

"მქონდა საშუალება, მასთან მატარებელში მესაუბრა. ის უკრაინის ნამდვილი მეგობარია“, - წერს უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო „ტელეგრამზე“.

ბორელი გუშინ პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ იგი უკრაინაში გამგზავრებას გეგმავდა. როგორც მან მედიასთან თქვა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკრაინის გარდა სხვა ქვეყნებში იარაღის ექსპორტი დროებით უნდა შეაჩერონ.

დღის ამბები