რუსთავში, ძველი ქალაქის რეაბილიტაციის ფარგლებში, კიდევ ერთი პროექტი დაიწყო. გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენებული მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ადგილზე, ავთენტური არქიტექტურული სტილის, სრულიად ახალი შენობა აშენდება. მშენებლობა უკვე დაწყებულია.
პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია, ის ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.