უკრაინაში ომი გრძელდება - საჰაერო განგაში ქვეყნის აღმოსავლეთით რამდენიმე ოლქში გამოცხადდა.
რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს, დაინგრა 3-სართულიანი სასტუმრო, ნანგრევებში ეძებენ ერთ ადამიანს.
დაიბომბა სუმის ოლქის 10 სასაზღვრო დასახლება, დაფიქსირდა 300-მდე აფეთქება. დაიღუპა 1 და დაშავდა 8 ადამიანი.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის, ფრონტზე, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 105 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.