25 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე ბოლო წლიური ანგარიშით წარდგება

პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე ბოლო წლიური ანგარიშით წარდგება. რეგლამენტის თანახმად, როგორც წესი, პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ისმენს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საინტერესო იქნება სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ახალ მთავრობასთან დაკავშირებით, ასევე - საარჩევნო წელსა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას არ იცავს და მისი განცხადებები საქართველოს რეალურ ინტერესს უპირისპირდება.

დღის ამბები