25 ნოემბერი 2024,   19:21
ვრცლად
"ქართული ხორბლის კულტურა-რიტუალები და გამოყენების უწყვეტი ტრადიცია" - თბილისში 2 დღიანი კონფერენცია გაიხსნა

"ქართული ხორბლის კულტურა-რიტუალები და გამოყენების უწყვეტი ტრადიცია" - თბილისში 2 დღიანი კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიებაში 6 ქვეყნიდან მოწვეული 80-მდე მეცნიერი მონაწილეობს. მთავარი თემა დარგში მიმდინარე ცვლილებებია.

მსოფლიო მასშტაბით ხორბლის 27 სახეობაა აღწერილი, აქედან 14 საქართველოშია აღმოჩენილი, მათ შორის 5 ენდემურია. საქართველოში ხორბლის მოყვანის ისტორია 8 000 წელს ითვლის.

"ქართული ხორბალი არის უნიკალური, მისი ელემენტები გვხვდება 8 000 წლის წინ ქვევრის და ღვინის ექსპედიციებში. ეს ნიშნავს, რომ ქართული ხორბალი სათავეს უდებს მსოფლიოში გავრცელებულ სხვა ჯიშებს. დღევანდელი კონფერენცია მიზნად ისახავს ამ თემის პოპულარიზაციას და წამოწევას," - განაცხადა პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა.

დღის ამბები