25 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში განვიხილავთ ისეთ საკითხს, როგორიც არის ევროკავშირის გაფართოება - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილმა საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პარლამენტთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში უკვე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიც არის ევროკავშირის გაფართოება. 

მისივე თქმით, ქართულ კანონმდებლობაში სხვადასხვა დირექტივის გათვალისწინება ხდება. პარლამენტის თავმჯდომარის განაცხადებით, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პარლამენტთაშორისი კონფერენცია მიზნად ისახავს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას საერთო ინტერესების სფეროებში.

"მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში განვიხილავთ ისეთ საკითხს, როგორიც არის ევროკავშირის გაფართოება, როგორც მთელი ევროპის მშვიდობაში, სტაბილურობაში, უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ ზრდაში სტრატეგიული ინვესტიცია.

გასული წლის ისტორიული გადაწყვეტილება ჩვენ მიერ გაწეული დიდი შრომისა და მიღწეული შედეგების აღიარება, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ვაცნობიერებთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხანგრძლივი პროცესია, რომელიც სათანადო მოთმინებასა და დიდ შრომას მოითხოვს. ამ პროცესში მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების შესწავლა, რომლებიც წლების განმავლობაში ამ გზას ადგანან და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაში ღირებული გამოცდილება დაუგროვდათ. ამ მხრივ ჩვენი პარლამენტიც მაგალითია იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნების დირექტივების გათვალისწინება ხდება," – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები