ლოს-ანჯელესში "გრემის" დაჯილდოების 66-ე ცერემონია გაიმართა. ღონისძიების ტრიუმფატორი ტეილორ სვიფტი გახდა. ახალგაზრდა მომღერალი პირველი შემსრულებელია ისტორიაში, ვინც საუკეთესო ალბომისთვის ჯილდო მეოთხედ მიიღო. მან პრიზი ჩანაწერისთვის Midnights, სელინ დიონისგან მიიღო.
დაჯილდოებაზე იყო სხვა ნომინაციებიც - წლის საუკეთესო სიმღერად ბილი აილიშის What was i made for დასახელდა, წლის ჩანაწერად კი მაილი საირუსის Flowers აღიარეს. საუკეთესო რეპ-შემსრულებლად ქილერ მაიკი დასახელდა. საუკეთესო მეტალ-შესრულებისთვის ჯილდო მეტალიკას ერგო, წლის საუკეთესო როკ-ალბომი პარამორის This Is Why გახდა. წლის საუკეთესო ახალ შემსრულებლად კი ვიქტორია მონე დასახელდა.