25 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
თბილისში საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პირველი საპარლამენტთაშორისო კონფერენცია გაიმართება

საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო პირველი კონფერენცია თბილისში.

შეხვედრაში მონაწილეობისთვის საქართველოს დედაქალაქში ჩამოვიდნენ ევროინტეგრაციის კომიტეტების წარმომადგენლები ალბანეთიდან, ბოსნია-ჰერცეგოვინიდან, მონტენეგროდან, სერბეთიდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან. საუბარი შეეხება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გადადგმულ ნაბიჯებსა და შესაბამის რეფორმებს. კონფერენციას მაკა ბოჭორიშვილი გახსნის.

მისასალმებელი სიტყვით დამსწრეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოში ევროკავშირის ელჩი მიმართავენ.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის თქმით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. 

"ისტორიიდან გამომდინარე, არც თუ ისე მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს ამ ქვეყნებთან. ეს არის საწყისი, რომ მჭიდრო კომუნიკაცია ჩამოვაყალიბოთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან. განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, ვინც ევროინტეგრაციის პროცესშია ჩართული, საჭიროა მათ გაგვიზიარონ ინფორმაცია, როგორ მუშაობს ევროინტეგრაციის კომიტეტები," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი. 

დღის ამბები