საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონული არჩევნების შესახებ საზოგადოების ინფორმირების კამპანიის ახალ ეტაპზე გადადის - ტექნოლოგიების დემონსტრირება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან დაიწყო.
პირველი კორპორაცია, რომლის წარმომადგენლებიც საარჩევნო ელექტრონული აპარატურის მუშაობას გაეცნენ, "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაა". კორპორაციის წარმომადგენლებს პირადად შეხვდა ცესკოს თავმჯდომარე.
ელექტრონული აპარატების პრეზენტაციას დაესწრო "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელიც.