25 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
მოუთმენლად ველი მჭიდრო და კონსტრუქციულ თანამშრომლობას მომავალ მთავრობასთან - მზად ვართ, ვიმუშაოთ ახალ პრემიერთან, რათა საქართველომ წინ წაიწიოს ევროინტეგრაციის გზაზე - ევროკავშირის ელჩი

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობდით წინა მთავრობასთან, წინა პრემიერ-მინისტრთან. გასული წლის 14 დეკემბერს ჩვენ გვქონდა ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. მოუთმენლად ველი მჭიდრო და კონსტრუქციულ თანამშრომლობას მომავალ მთავრობასთან, – აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი.

პაველ ჰერჩინსკის თქმით, მისთვისაც საინტერესოა, როგორი იქნება საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა.

„ვიცი, რომ დღეს იქნება გარკვეული განცხადებები, მიმდინარეობს პროცესი პარლამენტში, უნდა დაველოდოთ და ვნახოთ. მეც ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება ახალი მთავრობის შემადგენლობა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რაც არ უნდა გადაწყვიტონ, როგორც ევროკავშირი, მზად ვართ, ვიმუშაოთ ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრთან, ახლად დანიშნულ მინისტრებთან, რათა საქართველომ წინ წაიწიოს ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა დიპლომატმა.

"ქართული ოცნების" ყრილობაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პოლიტსაბჭოს ოფიციალურად წარუდგენს. იქნება კენჭისყრა. ცნობილია, რომ პროცესი მალე დასრულდება, რადგან ახალი პრემიერის კანდიდატურაზე "ქართულ ოცნებაში" სრული თანხმობაა.

დღის ამბები