გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პალესტინელი ლტოლვილების სააგენტოში სრულად შეაღწია ტერორისტულმა ჯგუფმა "ჰამასმა", – აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ, იერუსალიმში, გაერო-ს ელჩებთან შეხვედრისას, ხაზი გაუსვა, რომ ორგანიზაციის დაქვემდებარებაში არსებული სააგენტო სხვა დახმარების სააგენტოებმა უნდა შეცვალონ.
„დროა, საერთაშორისო საზოგადოებამ და თავად გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გაიგოს, რომ გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს მისია უნდა დასრულდეს", – აცხადებს ბენიამინ ნეთანიაჰუ.