25 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
თბილისის სიმფონიური ორკესტრი მორიგი კონცერტისთვის ემზადება

ჩაიკოვსკის სავიოლინო კონცერტი და ანტონინ დვორჟაკის მე-9 სიმფონია ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრის სცენაზე - თბილისის სიმფონიური ორკესტრი მორიგი კონცერტისთვის ემზადება. უკვდავ კომპოზიციებზე მაესტრო რევაზ ტაკიძე ორკესტრთან ერთად მუშაობს, კახიძის ცენტრში კი კონცერტისთვის ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

კონცერტზე მოსული მსმენელისთვის, დვორჟაკისა და ჩაიკოვსკის ნაწარმოებებს ახალგაზრდა ქართველი მევიოლინე, სიმფონიური, ლონდონის იეჰუდი მენუხინის სახელობის მუსიკალური სკოლის კურსდამთავრებული მარიამ ობოლაშვილიც დაუკრავს. ეს ხელოვანისთვის სადებიუტო გამოსვლა არ არის, თუმცა ის კახიძის ცენტრის სცენაზე პირველად წარდგება მაყურებლის წინაშე. კონცერტი ლეგენდარული კომპოზიტორისა და დირიჟორის სახელობის მუსიკალურ ცენტრში 3 თებერვალს გაიმართება.

დღის ამბები