25 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
ჩვენ ინტერესია მაქსიმალურად უზრუნველვყოთ რეკომენდაციების იმ ნაწილის შესრულება, რომელიც პარლამენტის კომპეტენციაშია - გივი მიქანაძე

"ქართული ოცნების" და ოპოზიციის წარმომადგენლებს ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოს და ინსტიტუციური განვითარების მიმართულების ახალმა დირექტორმა უმასპინძლა.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის მიზანია საზაფხულო სესიის განმავლობაში, მაქსიმალურად უზრუნველყოს რეკომენდაციების იმ ნაწილის შესრულება, რომელიც პარლამენტის კომპეტენციაში შედის.

"ჩვენ, როგორც ამ პროცესის ინიციატორმა წარვუდგინეთ დეტალური გეგმა იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა. გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი, როგორიც არის "ლელო", ხელოვნურად ეთიშება პროცესს და სურს, რომ ეს პროცესი დააზიანოს.

მათი მხრიდან მოწოდებული იქნა წინადადება, რომ მაქსიმალური ჩართულობა იყოს უზრუნველყოფილი. გასაგებია, რომ რთული წელია იმიტომ, რომ საარჩევნო წელიწადია და გარკვეულწილად, აქცენტირება ხდება წინასაარჩევნო კამპანიაზე, მაგრამ რეალურად, ეს არის ის გეგმა, რომლის შესრულებაც შესაძლებელია. ამ კუთხით, დავუდასტურეთ ჩვენი მზაობა და ზუსტად ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით , მათ შორის ორი დღის წინანდელი შეხვედრა, დეკემბრის შეხვედრა და ახლო მომავალში კიდევ გაიმართება სხვა შეხვედრები, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ინტერესი არის, საგაზაფხულო სესიის განმავლობაში, მაქსიმალურად უზრუნველყოთ რეკომენდაციების იმ ნაწილის შესრულება, რომელიც პარლამენტის კომპეტენციაშია, პარალელურად მთავრობა თავის კომპეტენციაში არსებულ საკითხებზე აქტიურად გააგრძელებს მუშაობას", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

დღის ამბები