პერუში მეწყრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. სტიქია ქვეყანაში ძლიერმა წყალდიდობამ გამოიწვია.
ათობით სახლი დაიმარხა. დაზიანდა ინფრასტრუქტურა. არიან დაშავებულები. რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს მოწყდა.
მთავრობა სტიქიის ზონაში მიყენებულ ეკონომიკურ ზარალს ითვლის.