25 ნოემბერი 2024,   19:53
ვრცლად
ახლა გახდა თურმე ბიძინა ივანიშვილი არჩევნების მომპარავი, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია - გია ცაგარეიშვილი გიორგი გახარიაზე

მაინტერესებს, 2012 წლისა და ყოველი მომდევნო არჩევნები, რომლითაც ბატონი გახარია ჯერ ბიზნესომბუდსმენი, შემდეგ ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდა, ის არჩევნებიც მოტაცებული იყო ივანიშვილის მიერ? - განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა.

მისი თქმით, მაშინ გახარიას მოსწონდა ეს ყველაფერი, ახლა აღარ მოსწონს, რადგან შანსი არ აქვს, მათ შორის - ბარიერის გადალახვის.

"ვიდრე გახარია მთავრობის წევრი იყო, ნებისმიერი სტრუქტურისა და ფორმაციის ჩვენი მმართველობის პერიოდში, მაშინ ეს არჩევნები არ იყო მოტაცებული, იმიტომ, რომ გახარია იყო მინისტრი და ჩვენს მთავრობაში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, მაშინ მოსწონდა ეს ყველაფერი, ახლა აღარ მოსწონს, იმიტომ რომ შანსი არ აქვს, მათ შორის - ბარიერის გადალახვის, ახლა აღშფოთებულია და განიცდის. ახლა გახდა, თურმე, ბიძინა ივანიშვილი არჩევნების მომპარავი. რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია, თუმცა შემიძლია, უფრო მკვეთრადაც თქმა, არც ამის მერიდება: ყველამ თავის გულში ჩაიხედოს", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

 

დღის ამბები